
გასულ წლებში ორგანიზაციის - DVV International (სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია) მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სოფ. ნუკრიანში მცხოვრები ქალებისათვის სხვადასხვა სახელობო კურსის შეთავაზება. მათ შორის რამდენიმემ სამკერვალო საქმე შეისწავლა. ორგანიზაციამ World Vision "კავკასიურ სახლს" გადასცა საკერავი მანქანები. 2007 წელს, DVV International -ისა და Bread for the World, Diakonisches Werk EKD, Germany ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ ნუკრიანში დაარსდა "ნუკრიანის სახელოსნოები", სადაც ამჟამად 17 ქალია დასაქმებული. 2008 წელს სახელოსნოში, სოფ. ნუკრიანში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლისათვის საჭირო კოსტუმები შეიკერა. (ფინანსური მხარდაჭერა: ევროპული ფონდი HORIZON).
სახელოსნოების პროდუქცია იყიდება ქ. სიღნაღის მაღაზიებში; პროექტში ჩართული ქალბატონები იღებენ შეკვეთებს.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სიღნაღის რაიონის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
კონტაქტი: nukrianiw@gmail.com
ტელ/ფაქსი: 995 (8) 255 3 18 49;
პასუხისმგებელი პირი: ია კიკნაძე

"ომის ბავშვები" |
|
"ამომრჩეველი ქალები" |
|
"აფხაზეთი ათი წლის შემდეგ" |
|












