
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ფშავში
პროექტის ,,კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ფშავში" (ფინანსური მხარდამჭერი ევროპული ფონდი HORIZON) მორიგი ღონისძიება ჩატარდა 2010 წლის 11 ივნისს.,,კავკასიური სახლის" ხელმძღვანელი მწერალი ნაირა გელაშვილი, თანამშრომლები, ,,სახლთან" არსებული ,,შაბათ-კვირის სკოლის" სხვადასხვა ნაკადის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ეწვივნენ ფშავის შუაფხოს სკოლის მოსწავლეებსა და პედკოლექტივს.
სტუმრებმა ბავშვებს ჩაუტანეს ტკბილეული და სპეციალურად შუაფხოს სკოლის ბიბლიოთეკისათვის ნაყიდი რამდენიმე ათეული წიგნი: მხატვრული, სამეცნიერო და ა.შ. ჟანრის ლიტერატურა.
,,კავკასიური სახლის" შაბათ-კვირის სკოლის მოსწავლეებმა მასპინძლებს: შუაფხოს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს უჩვენეს თავიანთი გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები და კონცერტი - მათივე ცოცხალი შესრულებით.
სადღესასწაულო სუფრის შემდეგ მოეწყო ერთობლივი ექსკურსია ფშავის ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად.
ორივე მხარემ გამოთქვა დიდი სურვილი, მომავალშიც გაგრძელდეს ამგვარი შეხვედრები და ურთიერთთანამშრომლობა.
"ომის ბავშვები" |
|
"ამომრჩეველი ქალები" |
|
"აფხაზეთი ათი წლის შემდეგ" |
|












