
დოკუმენტური ფილმები
(ფინანსური მხარდაჭერა: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და ევროპული ფონდი HORIZON)
| № | სათაური | თემა |
| 1 | “მოვიდა ფემინიზმი” | ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს საქართველოში ფეხს იკიდებს ფემინისტური მოძრაობა. ასპარეზზე აქტიურად გამოდიან ქალები... ფილმი „მოვიდა ფემინიზმი" ასახავს, თუ როგორ იწყებოდა ეს პროცესი საქართველოში. |
| 2 | “ჟურნალისტი ქალი” | ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ჟურნალისტ ქალზე, რომელმაც თავის სამოღვაწეო ასპარეზად პოლიტიკური ჟურნალისტიკა აირჩია. იგი ფიქრობს, რომ მისი პროფესია თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. |
| 3 | “მოფარიკავე” | ფილმის გმირია მოფარიკავე გოგონა. ის ქალისთვის თითქოსდა შეუფერებელი სპორტით არის დაკავებული, რის გამოც მას გარკვეული სიძნელეების დაძლევა უხდება. |
| 4 | “შვიდწუთიანი ზონა” | დასავლეთ საქართველოში, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვართან ახლოს მდებარეობს კავკასიაში უდიდესი ელექტროსადგური, რომელიც აშენების დღიდან ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის გარემოს. მის შესაძლო დაზიანების შემთხვევაში მთელ ამ მხარეს კატასტროფა ემუქრება, შესაძლებელია შვიდი წუთის განმავლობაში მიწასთან გასწორდეს მთელი რეგიონი. |
| 5 | “გისოსებს მიღმა” | ფილმში მოთხრობილია პატიმარი ქალების მდგომარეობა ციხეში. ისინი საუბრობენ საკუთარ ბედზე, შეცდომებზე, რომელიც მათ დაუშვეს ცხოვრებაში, ხვალინდელ დღეზე... |
| 6 | "კავკასიური სახლი" (ფილმი 1) | ეს ფილმი იყო პირველი მცდელობა, მოგვეთხრო იმ მრავალფეროვანი საქმიანობის შესახებ, რომელსაც "კავკასიური სახლი" ეწევა დღიდან დაარსებისა. |
| 7 | “სოფლის ექიმი” | ფილმის გმირია ექიმი ქალი, რომელიც, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ძალ-ღონეს არ იშურებს უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი მეზობლების, თანასოფლელების სიცოცხლის გადასარჩენად. |
| 8 | “ფოტოალბომი” | ფილმის გმირია ქალბატონი, რომელმაც ცხოვრების რთული გზა გამოიარა, მისთვის ძვირფასი ადამიანის სასარგებლოდ უარი თქვა პირად ბედნიერებაზე და მთლიანად საზოგადოებრივ საქმიანობას მიუძღვნა თავისი ცხოვრება. იგი - საქართველოში პირველი პარაშუტისტი ქალი, დღეს ცხოველთა დაცვის საზოგადოების პრეზიდენტი და ჭადრაკის მასწავლებელია. |
| 9 | “ჩემი ცხენი ჩემი სამყაროს ნაწილია” | ფილმში ნაჩვენებია ეპიზოდი სპორტსმენი ქალი ცხოვრებიდან. ის ცხენოსანია და როგორც თვითონ ამბობს _ ცხენი მისი სამყაროს ნაწილია. |
| 10 | “ხეობელები” | ფილმში ნაჩვენებია კოდორის ხეობის მაცხოვრებელთა უმძიმესი ცხოვრება, რომელთაც დანარჩენ სამყაროსთან მხოლოდ შვეულმფრენი აკავშირებთ. ფილმის მოქმედებაც ხდება ვერტმფრენში, რომლის მგზავრებიც _ უმეტესად ქალები და ბავშვები თავიანთ გასაჭირზე ლაპარაკობენ. |
| 11 | “გამოსავალი ანუ ვიცავ ტრადიციას” | ფილმში ნაჩვენებია ახალგაზრდა თაობის კონფლიქტი მშობლებთან, ტრადიციულ საოჯახო კულტურასთან. ისინი ეძებენ გამოსავალს... |
| 12 | “ომის ბავშვები” | რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების დღიდანვე უამრავი ლტოლვილი მოაწყდა საქართველოს საზღვრებს და პანკისის ხეობაში ჩასახლდა. უმძიმესია მათი ბედი, მაგრამ ყველაზე ტრამვირებულნი მაინც ბავშვები არიან. ამ ბავშვების განცდებს, მათ უმძიმეს და უსასოო ყოფას პანკისის ხეობაში ეხება ეს ფილმი. |
| 13 | “ლოცვა სიცოცხლის გადარჩენისთავის კავკასიაში” | უკანასკნელ წლებში საქართველოში მომძლავრებული რელიგიური და ეთნიკური ექსტრემიზმის ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ საკითხს, როგორიც არის ტოლერანტობა საზოგადოებაში, კავკასიელი ხალხების მშვიდობიან თანაცხოვრება, მშვიდობის დამკვიდრება რეგიონში. ფილმი ასახავს იმას, თუ როგორ ლოცულობენ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები მშვიდობისათვის. |
| 14 | “ყველაფერი თავიდან იწყება” | ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც გათხოვების შემდეგ სოფელში დასახლდა. ქალაქში გაზრდილს გაუჭირდა სოფელში ცხოვრება, ერთხანს დააპირა სოფლის მიტოვება, მაგრამ მერე მაინც უკან დაბრუნდა _ გადაწყვიტა, რომ სოფლიდან უკეთესად დახმარებოდა შვილებს. |
| 15 | “ამომრჩეველი ქალები” | უკანასკნელ წლებში თვალსაჩინო გახდა ქალების აქტივობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სარბიელზე. ფილმში ამომრჩეველი ქალები სვამენ საზოგადოებისათვის უმწვავეს კითხვებს და პასუხს ითხოვენ პოლიტიკოსი მამაკაცებისაგან, რომლებიც ხელისუფლების ყველა შტოში აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან. |
| 16 | “ბიჭები” | ფილმის გმირები - 14-15 წლის ბიჭები მოგვითხრობენ თავიანთ დამოკიდებულებაზე გარესამყაროსთან, იმ სირთულეებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან გოგონებთან, მშობლებთან ურთიერთობაში. |
| 17 | “ჯარისკაცი” | იყო დრო, როდესაც საქართველოში წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ ქალის არმიაში სამსახური. ახალმა რეალობამ ნაწილობრივ დაამსხვრია ძველი სტერეოტიპები. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ძნელი გახდა სამუშაოს მოძიება. ასეთმა ვითარებამ აიძულა ბევრი ქალი ისეთ სამსახურზე დათანხმებულიყო, რომელზედაც ადრე ვერც კი იფიქრებდა. ფილმის გმირი ქალისთვის არმიაში სამსახური გატაცებადაც კი იქცა. |
| 18 | “ბიზნესმენი ქალი” | სამოქალაქო ომმა, ეთნიკურმა კონფლიქტებმა საქართველოს ეკონომიკა სრულ გაპარტახებამდე მიიყვანა. ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია რაიმე საქმის წამოწყება, განსაკუთრებით რთულია ეს არადემოკრატიულ, კორუმპირებულ ქვეყანაში. |
| 19 | “გზები და გზისპირელები I/ II” | ფილმში გადაღებულია აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლები და გზისპირები, სადაც აზერბაიჯანელები, ძირითადად ქალები ვაჭრობენ: ჰყიდიან ბოსტნეულს, ხილს. ხან ჩხუბობენ, ხან _ იცინიან, ბავშვებს უვლიან, სტუმრებს იღებენ და აცილებენ. კარგი ეთნოგრაფიული ჩანახატია. |
| 20 | „მანანა“ | ფილმი ეძღვნება მოხუცი ქალის ცხოვრებას სოფელში, რომელიც სრულიად მარტოა, მაგრამ არ ეპუება გასაჭირს, გულს არ იტეხს და ეწევა ცხოვრების ჭაპანს... |
| 21 | “გულწრფელი პასუხები" | ქალი და მამაკაცი, ქალი და ოჯახი, ქალი და საზოგადოება - ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელზედაც ქალები - უმეტესად - ახალგაზრდები, ცდილობენ გასცენ პასუხები. |
| 22 | “პანკისელი ქალები” | აღმოსავლეთ საქართველოში _ პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ქისტები, რომლებიც ჩეჩნურ ეთნოსს მიეკუთვნებიან. ისინი საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩამოსახლდნენ. ქისტებმა ბევრი რამ შეითვისეს ქართველებისაგან, მაგრამ მთის ძველი, კონსერვატიული ტრადიციები ხელს უშლის მათი საზოგადოების ღიაობას. ფილმში ნაჩვენებია ქალის მდგომარეობა ამ საზოგადოებაში. |
| 23 | “იბეის დარიკო” | ფილმში მოთხრობილია ქისტი ქალის _ დარიკოს ამბავი. ფილმის გმირი ყვება თავის ცხოვრებას, ქალის ბედზე კონსერვატიულ ჩაკეტილ საზოგადოებაში. |
| 24 | “აფხაზეთი ათი წლის შემდეგ” | ქართულ-აფხაზური, ასევე ქართულ-ოსური ომი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული და სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ ომებმა გადაწვა ხიდი ორ უახლოეს ხალხს შორის, დაამსხვრია ადამიანთა ცხოვრება. |
| 25 | “უსამშობლონი” | 1944 წლის ნოემბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლესმა ხელისუფლებამ ათიათასობით მაჰმადიანი მესხი ერთ ღამეში აყარა მამაპაპეული საცხოვრებელი ადგილებიდან და სხვა კავკასიელ ხალხებთან - ყარაჩაელებთან, ბალყარელებთან, ჩეჩნებთან და ინგუშებთან ერთად შუა აზიის უკაცრიელ სტეპებში გადაასახლა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ე.წ. „დათბობის" პერიოდში ამ ხალხებს უფლება მისცეს მშობლიურ ადგილებში დაბრუნებულიყვნენ, გარდა სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებული მაჰმადიანი მესხებისა. |
| 26 | “კავკასიური სახლი” (II ნაწილი) | "კავკასიური სახლის" მრავალფეროვანი საქმიანობის ამსახველი ფილმი; 2006 |
| 27 | “ცამეტი წელი დევნილობაში” | ფილმი მოგვითხორბს აფხაზეთიდან დევნილების ცხოვრებაზე, პრობლემებზე, მათ პოზიციაზე. ფილმის გმირები საუბრობენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ომამდე, რამ გამოიწვია კონფლიქტი და ეძებენ მისი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. |
| 28 | "ჩვენი სოფელი" | ფილმში ნაჩვენებია კახეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფლის - ნუკრიანის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ყოველდღიური საზრუნავი; მოთხრობილია იმ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელსაც "კავკასიური სახლი" მეგობარ ფონდებთან ერთად ახორციელებს სიღნაღის რაიონში. |
| 29 | "ჩვენი დაღესტნელები" | ფილმი მოგვითხრობს ყვარლის რაიონში მცხოვრები დაღესტნელების ყოფა-ცხოვრების შესახებ, მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, ქართულ-დაღესტნურ ურთიერთობებზე, მათ ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებაში. |
"ომის ბავშვები" |
|
"ამომრჩეველი ქალები" |
|
"აფხაზეთი ათი წლის შემდეგ" |
|












